ამერიკაში მცხოვრები, წარმოშობით რუსი თვითგამოცხადებული იარაღის ტარების უფლების დამცველი, რომელსაც ამერიკის შაშხანათა ეროვნულ ასოციაციასთან ახლო კავშირები ქონდა, გუშინ ამერიკული პოლიტიკური ორგანიზაციების ინფილტრაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავება ამერიკაში მოსკოვის მიერ გავლენის მოპოვების მცდელობას უკავშირდება.
29 წლის მარინა ბუტინა, რომლის ანგარიშიც სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ამბობს, რომ ის ორგანიზაცია „იარაღის ტარების უფლების“ საბჭოს წევრია, და რომელიც რუსეთის მთავრობის ოფიციალურ პირებს ეხმარებოდა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვაშინგტონში დააკავა.
ბუტინა ფედერალურ სასამართლოში ორშაბათს წარსდგა, მას ბრალად ედება რუსეთის მთავრობის აგენტად მოქმედების შეთქმულება, გენერალური პროკურორის შეტყობინების გარეშე. ფედერალური ბიუროს ჩვენება ბუტინას აღწერს, როგორც „რუსეთის ფარულ აგენტს“, რომელიც 2016 წლის აგვისტოში ვაშინგტონში სტუდენტური ვიზით ჩამოსვლამდე, ამერიკაში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ბუტინას ადვოკატი ამ ბრალდებებს უარყოფს.