საბერძნეთმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მეზობელ მაკედონიასთან ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებში ერეოდნენ. რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთიდან ბერძენი დიპლომატების საპასუხო გაძევება მოხდება.
ბერძნულმა მედიამ აღნიშნული ინფორმაცია დღეს დილით გაავრცელა. ასევე ცნობილი ხდება, რომ კიდევ ორ რუს დიპლომატს საბერძნეთში შესვლა აეკრძალა.
ოფიციალური ათენი მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. მთავრობის პრესსპიკერმა დიმიტრის ცანაკოპულუსმა სატელევიზიო ინტერვიუში მხოლოდ ის თქვა, რომ ათენი ადეკვატურ ზომებს გაატარებს მათ წინააღმდეგ, ვინც საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს.
Facebook Forum