რუს მსახიობს პაველ უსტინოვს, რომელიც პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს და სამწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. უფლებადამცველები მის დაკავებას წინააღმდეგობრივს უწოდებდნენ. უსტინოვი ამტკიცებდა, რომ ის საერთოდ არ მონაწილეობდა არასანქცირებულ დემონსტრაციაში.
მისმა დაკავებამ რუსეთში იშვიათი - სხვადასხვა წრის წარმომადგენელთა ერთობლივი პროტესტი გამოიწვია. ამას აპროტესტებდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მასწავლებლები, მსახიობები, აი-ტი სპეციალისტები და სხვები და ამბობდნენ, რომ ის აქციაში არც კი მონაწილეობდა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მას ბრალდება არ მოხსნია და ის უკან არ მიაქვთ, თუმცა სასჯელი უკიდურესად მკაცრი იყო. მისი სააპელაციო სარჩელი მომავალ კვირაში უნდა განიხილონ. დღევანდელი გადაწყვეტილება უფლებადამცველი აქტივისტებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან მანამდე სასამართლომ უარი თქვა ენახა ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც დაცვის მხარის თქმით, ამტკიცებდა, უსტინოვი საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას პროტესტში, როდესაც ის დააკავეს.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მსახიობთა და რეჟისორთა ე.წ. "ინდივიდუალური აქციაც" გაიმართა. თითოეული მათგანი რიგრიგობით, მონაცვლეობით, ერთი წუთის განმავლობაში იდგა ადმინისტრაციასთან, უსტინოვის გათავისუფლების მოთხოვნის შემცველი პლაკატებით. ამგვარად ეს ისეთი დემონსტრაცია იყო, რომელსაც სანქცირება არ სჭირდებოდა.