ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან უკან დაიხევენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან უკან დაიხევენ.
ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსმა თანამშრომელმა, ყოფილი საბჭოთა კავშირის და რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტმა, დოქტორმა სტივენ კინგმა, ამ ინფორმაციას კომენტარი ინტერვიუში გაუკეთა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსები აცხადებენ, რომ ამას გააკეთებენ
სინამდვილეში, მათ პირველად თქვეს, რომ ამას გააკეთებდნენ და არ შეასრულეს. ასე, რომ სანამ ისინი არ დაამტკიცებენ, რომ ჯარები უკან ნამდვილად გაიყვანეს, ეს არაფერს ნიშნავს, ეს ჟესტია. ახლა უფრო მნიშვნელოვანია მის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ 11 მაისს, დონეცკში რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს და ის მხარს უჭერს 25 მაისს დანიშნულ არჩევნებს. ეს უფრო მნიშვნელოვანია.
ახლანდელი განცხადება უფრო მტკიცედ ჟღერს?
ეს წნეხის ასაცილებელი ნაბიჯია. იმიტომ, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში დამატებითი სანქციები იქნება. ამ სანქციებმა კი უკვე ტკივილის მიყენება დაიწყო. პირადად ჩემი აზრით, ეს საკმარისად ძლიერი არ იყო, მაგრამ ამან გავლენა ნამდვილად იქონია და ამის უარყოფა მასაც არ შეუძლია. დამატებითი სანქციები თუ იქნება, რუსული საბანკო და ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის ბევრად უფრო მძიმე იქნება და მას ამ რისკის გაწევა არ სურს.
თქვენ მიგაჩნიათ, რომ ის საგარეო აუდიტორიას მიმართავდა?
ის ყოველთვის საშინაო აუდიტორიისთვის თამაშობს. ეს ნამდვილად უფრო უცხოური აუდიტორიისთვის იყო. ის რასაც ამბობს, ნიშნავს: მე გავიგე თქვენი სათქმელი.
როგორ ფარგლებში უნდა მოხდეს ჯარების გადაადგილება?
ისინი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ასე, რომ ტექნიკურად კონკრეტული ლიმიტი არ არსებობს და მათ ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლიათ. მაგრამ კითხვა მხოლოდ უკანდახევას არ შეეხება, კითხვა ეხება საბრძოლო მზადყოფნის გაუქმებას, იმას, რომ ისინი საბრძოლო მზადყოფნის წვრთნებს გადიან და ადგილიდან დასაძვრელად მზად არიან. რაც ნამდვილად გჭირდება, ეს არის საბრძოლო მზადყოფნის შენელება და რუსეთ-უკრაინის საზღვრის დატოვება.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ჯარების უკანდახევა არ აღნიშნულა.
ამაში არავითარი მოულოდნელობა არ არის. ეს უკვე მეორედ ხდება, ის იგივე კარტის ხელმეორედ გამოყენებას ცდილობს. მოლაპარაკების კლასიკური ტაქტიკა.
ეს ბოლო განცხადება რატომ არის უფრო ყურადსაღები?
პირველ ყოვლისა, იმის აღიარება, რომ 25 მაისს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გარდაუვალია, მიანიშნებს მის მზადყოფნაზე, მიიღოს ეს არჩევნები. აქამდე ისინი ამას გამუდმებით გმობდნენ და აცხადებდნენ, რომ უკრაინას საკუთარი თავის მართვა არ შეეძლო და არჩევნებისთვის საფუძველი არ არსებობდა. ასე, რომ ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, ისევე როგორც მათი განცხადება იმაზე, რომ შეაყოვნებენ 11 მაისის ყალბ რეფერენდუმს, რომლის ჩატარებასაც ის ცდილობდა. ეს ერთი მხარეა
მთელი ოპერაციის მსვლელობისას, დასაწყისიდან ბოლომდე, ყირიმიდან იქამდე, სადაც ეს დამთავრდება, სპეციალური დანიშნულების ძალების როლი კრიტიკული იყო. ტერმინი „სპეციალური დანიშნულების ძალები“ ძალიან ფართო მნიშვნელობით გამოიყენება, განურჩევლადაც კი. ჩვენ რაც ვიცით, ესენი არიან რუსეთის საზღვაო ქვეითები, საჰაერო სადესანტო ძალები, დაზვერვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზოგ შემთხვევებში კაზაკები. აქ არიან ისინიც, ვინც საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფას ახდენს. ასე რომ, ტერმინი „სპეციალური დანიშნულების ძალები“, რუსულში და ინგლისურში ერთნაირად არ გამოიყენება. მეტწილად ეს რუსეთის სახელმწიფოს ჯარები იყო, ოღონდ არა ძირითადი სახმელეთო, საჰაერო და სამხედრო საზღვაო ძალები.
სანქციების დამატებითი რაუნდის შესაძლებლობა თუ არსებობს?
სანქციების შემდეგი რაუნდი თუ იქნება, რუსეთის საბანკო და ენერგეტიკის დარგების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს ვისურვებდი. ეს მათ შეჩერებას აიძულებდა, თანაც სწრაფად და არა დროში გაწელილი მეთოდით. ვფიქრობ, რომ ყირიმის ანექსიის და უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ უწყვეტი ძირგამმომთხრელი მცდელობების შესაჩერებლად სანქციები საკმარისი არ იქნება. ეს ოპერაციები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ახლა თებერვალში არ დაწყებულა. ეს გულდასმით დაგეგმილი ოპერაცია იყო და ამის მტკიცებულება საქვეყნოდ არის გამოფენილი. მეც და სხვებიც ამაზე ვწერდით და ახლა საჭიროა თებერვლის სტატუს-ქვოს დავუბრუნდეთ.
შეერთებული შტატების რეაქცია რამდენად დროული და ადექვატური იყო?
ვფიქრობ, მათ რუსეთის პროვოცირების ეშინიათ. ვფიქრობ, რომ აქ, მათ ეს სრულად არ ესმით. მთელი ამ მოვლენის განმავლობაში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში საკმაო გათიშულობა და ნამდვილი არაკომპეტენტურობა სუფევდა. იმის თქმა, რომ წინასწარი გაფრთხილება არ ჰქონიათ, როცა „უოლ სტრიტ ჯორნელის“ თანახმად, სადაზვერვო წყაროებიდან შვიდიდან ათ დღემდე წინასწარი გაფრთხილება ჰქონდათ, იმის მაჩვენებელია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების და დაზვერვის საკითხებში სერიოზული ჩავარდნაა. ჩვენ ასევე ვიცოდით, რომ უკრაინაში ისინი ასეთ პროვოკაციებს წლების განმავლობაში მიმართავდნენ და 2008 წელს დაიმუქრნენ, რომ ამას გააკეთებდნენ.
მართალი რომ გითხრათ, ობამას ადმინისტრაცია და ნატო, უკრაინის მთავრობის მიწვევით, სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად რომ ყოფილიყვნენ, მთელი ამ კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ეს რუსებს ბევრად უფრო სწრაფად მოიყვანდა გონზე, ბევრად უფრო გააადვილებდა ყირიმის ანექსიის და ყველა დანარჩენი ფაქტის არდაშვებას.
მიგაჩნიათ, რომ ახლა ჩვენ კუთხეში ვართ მიმწყვდეული?
არ ვიცი კუთხეში თუ ვართ მიმწყვდეული, მაგრამ ჩვენ საკმაოდ სწრაფი ან საკმაოდ ეფექტური რეაქცია არ გვქონდა. ევროპა ბევრად უარესი იყო.
ამჟამად მიმდინარე სამხედრო ოპერაციის რომელი საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი?
აქ ნამდვილი საკითხია არა მხოლოდ ამ სამხედრო ოპერაციის თავისებურებების გაგება, ან იმის ცოდნა, თუ რუსები ახლა რას ფიქრობენ საომარ ოპერაციებზე და საინფორმაციო ომის წარმოებაზე, არამედ ზოგადად რუსული სტრატეგიის გაგება. მოსაზრება, რომ რაღაცნაირად რუსეთის დასავლეთში ინტეგრირება შესაძლებელია და ევროპის უსაფრთხოების საკითხებში ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, როგორც დამტკიცდა, არის აბსოლუტური უაზრობა.
რას ფიქრობთ, ჩატარდება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები?
ვფიქრობ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ვფიქრობ, რომ რუსები გააგრძელებენ უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებს არჩევნებამდე, არჩევნების დროს და მის შემდეგ. სანამ პუტინი პრეზიდენტია, ისინი ვერ შეურიგდებიან დასავლეთისკენ გადახრილ, სუვერენულ უკრაინას.