ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გაიზრდება სანქციები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ახლო წრის წინააღმდეგ დაწესდა
დღეს, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკვე არსებულ სანქციებს დაეფუძნება და ისინი საბანკო სფეროსა და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ კორპორატიულ ლიდერებზე განხორციელდება.
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დაძაბულობა იზრდება. პრო-რუსმა სეპარატისტებმა ევროპელი დამკვირვებლები და უკრაინული უსაფრთხოების თანამშრომლები დააკავეს. სამთავრობო შენობები ჩაკეტილია, უფრო მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი კი კიევისგან ავტონომიას ითხოვს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც აზიის სახელმწიფოებს სტუმრობს, ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაშ დაძაბულობა მატულობს და რომ მიმდინარე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს მიუძღვის.
„უკრაინაში სიტუაციის გამოსასწორებლად რუსეთს თითი თითზე არ დაუკარებია. ფაქტობრივად, გვაქვს უტყუარი სამხილი, რომ რუსეთი ამ ტიპის ქმედებებს ახალისებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში.“
მისი ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გაიზრდება ის სანქციები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ახლო წრის წინააღმდეგ დაწესდა.
ბარაკ ობამა: „ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის საზღაურის მატებას, იმისათვის რომ მან დიპლომატია დაგმო.“
ზოგი ამერიკელი კანონმდებელი კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს რუსეთის ეკონომიკის ყველა სექტორზე. თუმცა პრეზიდენტი ობამა გამორიცხავს ცამლხრივი ზომების დაწესებას რუსეთის დასასჯელად.
ამერიკელი ლიდერი ამბობს, რომ ვლადიმიერ პუტინზე საუკეთესო ზეწოლა მაშინ განხორციელდება, როცა რუსეთის პრეზიდენტი იგრძნობს, რომ მის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ერთსულოვანნი არიან და არა ისე, რომ მან მან სანქციები ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებად აღიქვას.
ამ ფონზე, რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში ეთნიკური რუსების დასაცავად მოქმედებს და რომ კიევში დაფუძნებულ მთავრობას რუსეთი არალეგიტიმურად, ამასთან რუსული ინტერესებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
კიევში, უკრაინის ყოფილი პრემიერ მინმისტრი იულია ტიმოშენკო რუსეთის მიმართ მკაცრ სანქციებს მიესალმა.
„მჯერა, რომ სანქციები ეფექტური იქნება. მსურს ამ სანქციების გავლენა იმდენად ინტენსიური იყოს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა აგრესია დაასრულოს, დაბრუნდეს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში და მსოფლიოს დესტაბილიზაციაც შეწყვიტოს.“
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ სახელმწიფოებში ამერიკის მიერ კოორდინირებულ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი ჩადის. ამერიკელმა სამხედრო სარდალმა უკვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ლიტვას ნატოს დახმარება დასჭირდება, ალიანსი ამ დახმარებას გაიღებს.