ამერიკისა და რუსეთის მაღალჩინოსნები დღეს ვაშინგტონში შეხვედრას მართავენ, რომელზეც ის საკითხები უნდა იქნას განხილული, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების საგანი ხდება.
ამ შეხვედრამდე ორი დღით ადრე, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სექტემბერში ვლადიმირ პუტინთან დანიშნული შეხვედრა გააუქმა. შეერთებული შტატების უკმაყოფილებას განსაკუთრებით იმან გამოიწვია, რომ რუსეთმა ედუარდ სნოუდენს დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სნოუდენი ჯაშუშობის ბრალდებით იძებნება და ვაშინგტონმა მოსკოვს მისი ექსტრადიცია სთხოვა.
თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯეი კარნი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის არ არსებობს თანხვედრის საკმარისი დონე იმისთვის, რომ ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართოს:
„ბატონი სნოუდენის ფაქტორი ერთ-ერთია და არა ერთადერთი. როცა ამ დონის სამიტია დანიშნული, წინასწარ საკმარისი პროგრესი უნდა იქნას მიღწეული იმისთვის, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა გამართლებული იყოს.“
სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი ჩაკ ჰეგელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ხვდებიან. შეხვედრებზე სნოუდენის თემასთან ერთად, რამდენიმე სხვა სადავო საკითხი იქნება განხილული.