გაეროში უკრაინის ელჩი პრეზიდენტ იანუკოვიჩის მთავრობის პოლიტიკას გაემიჯნა
გაეროში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინა მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის წევრობას, თუმცა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის გაგრძელება სურს.
იური სერგეევი გაეროში უკრაინის ელჩად 2007 წელს დანიშნეს. 2013 წლის 1 დეკემბერს, როდესაც კიევში საპროტესტო აქციაზე სტუდენტები დაარბიეს, სერგეევი პრეზიდენტ იანუკოვიჩის მთავრობის პოლიტიკას გაემიჯნა.
გაეროში უკრაინის ელჩი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს რეალურად აფასებს, უარყოფს სამხედრო გადატრიალების ბრალდებას და აღნიშნავს, რომ იანუკოვიჩის გადაყენება და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა:
„მან მიატოვა პარტია, მეგობრები. ვალდებულებებზე უარი თქვა და ქალაქიდან გაუჩინარდა. ამით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. ამიტომაც ჩემთვის პარლამენტის გადაწყვეტილება ახალი არჩევენების დანიშვნასთან დაკავშირებით აბსოლუტურად გასაგებია.“
უკრაინაში ქვეყნის მომავალზე მოსახლეობას ორი განსხვავებული მოსაზრება აქვს. ერთ მხარეს ევროპასთან სიახლოვე სურს, მეორეს კი რუსეთთან მჭიდრო კავშირები ურჩევნია. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გასული წლის ნოემბერში ევროკავშირთან სავაჭრო ურთერთობაზე უარი განაცხადა, რასაც უკრაინაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პოლიციასა და მომტინგეებს შორის დაპირისპირება მაშინ დასრულდა, როდესაც პრეზიდენტმა იანუკოვჩმა პოსტი დატოვა და მიიმალა.