რუსეთის განცხადებით, ამბოხებულებმა სახმელეთო და საჰაერო ტიპის რაკეტა მოიპოვეს
გაეროსა და არაბული ლიგის საგანგებო დესპანის, ლახდარ ბრაჰიმის განცხადებით, ეიდ ალ-ადჰას მოახლოებული დღესასწაულის ფონზე სირიის მთავრობა და ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე მუშაობენ.
საერთაშორისო დესპანი იმედოვნებს, რომ მრავალდღიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდება, რაც პოლიტიკური პროცესის დაწყებას შეუწყობს ხელს. ბრაჰიმი გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწვდის ინფორმაციას და მოსაზრებებს იმ შეხვედრებზე, რომლებიც სირიის პრეზიდენტთან და რეგიონის სხვა ლიდერებთან გამართა. ამავდროულად, რუსეთის მაღალი რანგის გენერალმა განაცხადა, რომ სირიელმა მეამბოხეებმა პორტატული სახმელეთო-საჰაერო ტიპის რაკეტა მოიპოვეს, რომლის ანალოგიაც შეერთებულ შტატებს გააჩნია.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა, რომ მსგავსი სისტემა ბევრ ქვეყანას აქვს. ამჯერად, რუსეთი ითხოვს, რომ დადგინდეს, თუ საიდან აღმოჩნდა ამბოხებულთა ხელში ამ ტიპის იარაღი.