რუსეთმა შესაძლოა „YouTube"-ი დაბლოკოს

სასამართლოს ჯერ პროკურატურის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია
იუთუბის რუს მომხმარებელს ჯერაც შეუძლია იმ ვიდეოს ხილვა, რომელიც ისლამის რელიგიას აქილიკებს.
რუსმა პროკურორებმა მოსკოვის სასამართლოს ამ ვიდეოს აკრძალვა თხოვეს. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რუსეთში, სადაც 20 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს, პოპულარული იუთუბის ვებ გვერდი აიკრძალება.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, რომელიც 1 ნოემბერს შევა ძალაში, ის ვებ გვერდები რომლებიც აკრძალულ ინფორმაციას ავრცელებს, რუსეთში საგანგებო სიაში შევა. ინტერნეტ პროვაიდერებს ამის შემდეგ სახელმწიფო აცნობებს, რომ მათ ერთი დღე ეძლევათ ამ ვებ გვერდების დასაბლოკად.
რუსი პარლამენტარი რუსლან გატაროვი, რომელიც ერთიანი რუსეთის პარტიას მიეკუთვნება, პირველი სენატორი გახლდათ, რომელმაც ამ მგრძნობიერე საკითხზე პროკურორებს ყურადღების გამახვილება თხოვა. მისი განცხადებით, თუ საძიებო ქსელი გუგლი, ისევე როგორც იუთუბი, მუსლიმების შეურაცხმყოფელ ვიდეოს მოხსნის, ეს საიტები არ დაიბლოკება.
გატაროვი ამბობს, რომ ამ ვებ გვერდების კონტენტი ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, დაბალი ხარისხით, და გემოვნების ნაკლებობით გამოირჩევა და ვიდეო მასალა პედოფილიას შეადარა, რაც ვებზე არ უნდა იდოს, რომ არაფერი ვთქვათ ისეთ დიდ პორტალებზე როგორიცაა იუთუბი.
ამ ფონზე, არაერთი რუსი პოლიტიკოსი, მათ შორის პრემიერ მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ სეჩინი, ამბობს, რომ ინტერნეტს უდიდესი წვლილი მიუძღვის რუსეთის პრეზიდენტის -ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლების ორგანიზაბაში.
პოლიტიკური მიმომხილველი ანდრეი კორტუნოვი მოსკოვში დაფუძნებული ახალი ევრაზიის ფონდის პრეზიდენტია. ამასთან დაკავშირებით კორტუნოვი ამბობს:
„ეს ძალიან დამრეცი ბილიკია. ბევრ ადამიანს, რომელიც ამ კანონებს უჭერს მხარს, კარგი ჩანაფიქრი ამოძრავებს. ჩვენ არც კი ვიცით, როგორ გატარდება ეს კანონები. მას შემდეგ რაც ამ გზას აირჩევ, და ინტერნეტზე გამოქვეყნებული მასალების დაბლოკვას დაიწყებ, მე მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება გაჩერება. მგონია, რომ ბევრს აწუხებს ის გარემოება, რომ ინტერნეტში რომელიმე ერთი კონკრეტული ვებ გვერდის აკრძალვა ზოგადად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოიტანს ქვეყანაში.“

რუსეთის არაერთი მოქალაქის შეშფოთების მიუხედავად, სენატორი გატაროვი ამბობს, რომ ახალი კანონმდებლობა ცენზურა არ არის:
იგი ამბობს, რომ არასწორია იმის განცხადება, რომ რუსი კანონმდებლები ცენზურას დიაწყებენ. ამ შემთხვევაში საქმე ექსტრემისტული შინაარსის კონტენტთან გვაქვს, ან ისეთ მასალებთან რომლებზეც ხელი მცირეწლოვან ბავშვებს მიუწვდებათ, პედოფილების, ნარკო დილერების ან ისეთი ხალხის მიერ გავრცელებულ მასალებთან, რომლებიც ბავშვებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.
ამ ფონზე, გუგლის მოსკოვის ოფისი იტყობინება, რომ რუსეთის პროკურატურისგან უკვე მიიღო შეტყობინება, რომ ანტი მუსლიმური ფილმი მოხსნას ვებ გვერდიდან, თუმცა გუგლის სპიკერი ამბობს, რომ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპანიის სათაო ოფისის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები კი მოსკოვის მერს სანქცირებულ დემონსტრაციაზე უფლების მიღებას თხოვენ ქვეყანაში ინტერნეტის ცენზურისა და იუთუბის თუ სხვა პოპულარული ვებ გვერდების გავრცელების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გასაპროტესტებლად.