რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების კომერციული თანამგზავრები შეიძლება გახდეს რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე, თუ ისინი უკრაინის დასახმარებლად მათ გამოყენებას გააგრძელებენ.
კონსტანტინ ვორონცოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და იარაღის კონტროლის საკითხებში განყოფილების დირექტორის მოადგილემ განუცხადა გაეროს, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ცდილობენ კოსმოსი, დასავლეთის დომინირების განსამტკიცებლად გამოიყენონ.
ვორონცოვმა, აღნიშნა, რომ დასავლური თანამგზავრების გამოყენება უკრაინის ომში, ამ უკანასკნელის დასახმარებლად "უკიდურესად საშიში ტენდენციაა".
ასევე ნახეთ: დასავლეთის ოფიციალური პირები რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს გეგმავენ„კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე“, - განუცხადა ვორონცოვმა გაეროს პირველ კომიტეტს და აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ თანამგზავრების გამოყენება უკრაინის მხარდასაჭერად „პროვოკაციულია“.
„ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო კოსმოსური ინფრასტრუქტურის კომპონენტების, მათ შორის კომერციულის, გამოყენებაზე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ“,- განაცხადა ვორონცოვმა გაეროში.
ვორონცოვს არ უხსენებია, კონკრეტული კომპანია, თუმცა ილონ მასკმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი კომპანია „სპეის-ექსი“ გააგრძელებს „სტარლინკის“ ინტერნეტ სერვისის მიწოდებას უკრაინაში.