აშშ-ის კანონმდებელებმა შესაძლოა რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ კანონი მიიღონ. ადამინის უფლებების დარღვევების გამო მათ, შესაძოა, ბანკის ანგარიშები გაეყინოთ. ეგრეთ წოდებული სერგეი მაგნიტსკის ანგარიშვალდებულების კანონის მიღების შემთხვევაში, ბანკის ანგარიშების გაყინვის გარდა, მათ ამერიკულ ვიზაზე უარი განეცხადებათ. ეს ეხება კორუმპირებულ და ადამიანის უფლებების დამრღვევ რუს მაღალჩინოსნებს.
კრემლი კანონს მის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს. კორუფციის მოწინააღმდეგე ადვოკატმა, სერგეი მაგნიტსკიმ, 230 მილიონი დოლარის ოდენობის საგადასახადო მაქინაციებს ახადა ფარდა, რომლის უკან რუსი მაღალჩინოსნები იდგნენ. თუმცა მოგვიანებით თავად აღმოჩნდა ციხეში თაღლითობის ბრალდებით. მაგნიტსკი ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2009 წლის ნოემბერში, წინასწარი დაკავების საკანში გარდაიცვალა.
ადამინის უფლებების დარღვევების გამო მათ შესაძოა ბანკის ანგარიშები გაეყინოთ