რუსეთი ამერიკას აკრიტიკებს

რუსეთი ამერიკას აკრიტიკებს

ოფიციალური ვაშინგტონის მიერ რუსი მოქალაქეების შავ სიაში შეყვანამ რუსეთში საპასუხო რეაქცია გამოიწვია. დღეს რუსეთის საგარეო სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის რამდენიმე ოფიციალურ პირს, რომლებიც გუანტანომოს ციხეში პატიმართა წამების საქმეში ფიგურირებენ, რუსეთში ჩასვლა ეკრძალებათ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ივლისის თვეში ათეულობით რუსი ოფიციალური პირის შავ სიაში შეტანის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ისინი ადვოკატი -სერგეი მაგნიტსკის- გახმაურებული მკვლელობის საქმეში იყვნენ გარეულნი. ამერიკული კანონმდებლობით ვიზის გაცემა იკრძალება ყველა იმ პირისთვის, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეშია ეჭვმიტანილი.

მაგნიტსკი რუსეთის მთავრობას კორუფციაში და კორპორაციულ საქმიანობაში ამხელდა. ბრიტანული კომპანიის ადვოკატი 2009 წელს საგადასახადო დანაშაულში ბრალდებით დააპატიმრეს. ბრალდების წაყენებამდე რამდენიმე დღით ადრე 37 წლის ახალგაზრდა პროფესიონალი ციხეში მოკლული იპოვეს.