ანგელა მერკელმა- დღეს თავისი ქვეყნის პარლამენტარებს განუცხადა, რომ ევროკავშირი „მე-3 დონის“ ზომებზე გადასასვლელად ემზადება
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის საპასუხოდ, ახალ სანქციებს გეგმავს. გერმანიის კანცლერმა -ანგელა მერკელმა- დღეს თავისი ქვეყნის პარლამენტარებს განუცხადა, რომ ევროკავშირი „მე-3 დონის“ ზომებზე გადასასვლელად ემზადება. სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ეს ნაბიჯი ეკონომიკურ სანქციებსაც ითვალისწინებს.
ევროკავშირმა უკვე დაუწესა სავიზო მიმოსვლის შეზღუდვის და საბანკო ანგარიშების გაყინვის სანქციები იმ რუს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ყირიმში შეჭრაზე იყვნენ პასუხისმგებელი. ამის შემდეგ მოსკოვმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში გადავიდა.
შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დემოკრატიული სამყარო კატეგორიულად გმობს და არალეგალურად აცხადებს როგორც ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, ასევე ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ მითვისებას. კანცლერ მერკელის განცხადებით, დიდი რვიანის, წამყვანი ეკონომიკის მქონე 8 ქვეყნის ფორუმი გაუქმებულია მანამ, სანამ რუსეთთან დიპლომატიური წინააღმდეგობები გრძელდება.
კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით, გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში და კიევში გაემგზავრა. დღეს ბან კი მუნი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს ხვდება. ხვალ გაეროს გენერალური მდივანი შეხვედრებს უკრაინის პრემიერ-მინისტრ იაცენიუკთან და პრეზიდენტ ტუჩინოვთან გამართავს.