ვაშინგტონი —
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. თეთრ სახლში ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის გამო სანქციები მეტ რუს ადამიანზე გატარდება. აქამდე, ვაშინგტონმა 21 რუსი ოფიციალური პირის წინააღმდეგ დააწესა ეკონომიკური აქტივობის და მგზავრობის შემზღუდავი სანქციები.
დღეს, ამერიკელმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სანქციების კიდევ უფრო გაფართოებაზე ფიქრობს, რაც კონკრეტული პირების გარდა რუსული ეკონომიკის მთელ სექტორებს შეეხება. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ მას ღრმად აშფოთებს ყირიმში შექმნილი სიტუაცია და იმავრდოულად, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად რუსეთის ქმედებაზე საპასუხო ნაბიჯების ფორმულირების მიზნით მუშაობს. პრეზიდენტის განცხადებით, სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, სანქციების მასშტაბის კიდევ უფრო გაზრდა იგეგმება, თუმცა პარალელურად დასავლეთი დიპლომატიურ ზომებსაც ააქტიურებს.