რუსეთმა პარასკევს განაცხადა, რომ ნაწილობრივ ზღუდავს წვდომას კომპანია "მეტას" კუთვნილ პლატფორმა "ფეისბუქზე". რუსეთის ხელისუფლებამ "ფეისბუქი" რუსული მედიის „ცენზურაში“ დაადანაშაულა.
მოსკოვი წლებია ცდილობს უფრო მკაცრი კონტროლი განახორციელოს ინტერნეტსა და მსგავს ტექნოლოგიებზე, რაც კრიტიკოსების თქმით, საფრთხეს უქმნის ინდივიდუალურ და კორპორატიულ თავისუფლებას და არის კრემლის აშკარა ოპონენტების გაჩუმების მცდელობა.
ასევე ნახეთ: უკრაინა აშშ-ს სთხოვს, რუსეთი SWIFT სისტემიდან გათიშონრუსეთის კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა განაცხადა, რომ "ფეისბუქმა" უგულვებელყო მისი მოთხოვნები ოთხ რუსულ მედიასაშუალებაზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ეს მედია საშუალებები არიან: ახალი ამბების სააგენტო RIA, თავდაცვის სამინისტროს Zvezda TV და ვებგვერდები gazeta.ru და lenta.ru.
ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვების დაწესებას აპირებს რუსეთი "ფეისბუქზე". მაგალითისთვის, გასულ წელს, მოსკოვმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" მუშაობის სიჩქარე შეანელა.