შოიგუ: რუსეთი ქვეყნის დასავლეთში ნატოს საფრთხის გამო ჯარის გაძლიერებას გეგმავს

რუსეთი ქვეყნის დასავლეთ საზღვართან ჯარისკაცებს განალაგებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შიგუმ გაავრცელა. მისი თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრიანება რუსეთს დამატებით საფრთხეს უქმნის, ამიტომ პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო.

გარდა ამისა, შოიგუმ თქვა, რომ პოლონეთმა უკვე გამოაცხადა საკუთარი ჯარების გაძლიერების და იმის თაობაზე, რომ ფინეთში ნატოს იარაღის დიდი რაოდენობით ფინეთში ჩატანას.

"კოლექტიური დასავლეთი ერთობლივ ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ", - თქვა შოიგუმ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ დასავლეთი უკრაინას "უპრეცედენტო დახმარებას" უწევს და რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული.

ასევე ნახეთ: გერმანია მზად არის, მისი „პატრიოტები“ პოლონეთში წლის ბოლომდე დატოვოს

ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას შოიგუმ "სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორი" უწოდა. ორმა ქვეყანამ ნატოში გაწევრიანება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ფინეთი ნატოს წევრი წელს, აპრილში გახდა, შვედეთს კი ნატოს წევრობაზე თანხმობა ყველა წევრმა ქვეყანამ განუცხადა. თურქეთმა ვილნიუსის სამიტზე თქვა, რომ მხარს დაუჭერს სტოკჰოლმის წევრობასაც.

"ფინეთის ტერიტორიაზე, დიდი ალბათობით, დამატებითი სამხედრო კონტინგენტი და ნატოს თავდასხმითი იარაღი განლაგდება. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაარტყან სამიზნეებს რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, საკმაოდ მნიშვნელოვან სიღრმეში", - თქვა შოიგუმ.

შოიგუს თქმით, თავდაცვის სამინისტროს საბჭოს სხდომაზე ის ამ საკითხთან დაკავშირებულ საფრთხეებს და გამოწვევებს განიხილავს და შესაძლო სამოქმედო გეგმას დასახავს, რაც მეზობელი ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან ჯარის ჩაყენებასაც გულისხმობს.