რუსეთის საკომუნიკაციო ორგანიზაციამ ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა კომპანიებს "ეფლსა" და "გუგლს" დაჯარიმებით ემუქრება.
დავის საგანი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გუნდის მიერ შექმნილი აპლიკაციაა, რომელიც ამ ორი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ასევე ნახეთ: ნავალნის სპიკერმა სასამართლოს შემდეგ რუსეთი დატოვარუსეთის სასამართლომ 2021 წლის ზაფხულში, ნავალნის მიერ შექმნილი ორგანიზაცია ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა, რაც ტაქტიკური სვლა იყო სექტემბრის ბოლოს დანიშნული არჩევნების წინ.
რუსული კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობა ექსპტრემისტული დაჯგუფების წევრებს, ან მათ დამფინანსებლებს არ შეუძლიათ. რაც შეეხება აპლიკაციას - ნავალნის გუნდი ცდილობს, რომ ამ გზით ე.წ „გონივრული ხმის მიცემის“ კამპანია წამოიწყოს და კრემლის კანიდატები არჩევნებში დაამარცხოს.