რუსული მედია ტერაქტში კვლავ უკრაინულ კვალზე საუბრობს

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთის სამთავრობო მედია აგრძელებს მომხდარ ტერაქტში „ისლამური სახელმწიფოს“ როლის იგნორირებას და თითის უკრაინისკენ გაშვერას. დაჯგუფებამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგელობა მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ სასტიკ თავდასხმაზე. ანალიტიკოსები კიევისკენ მიმართულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.