გენადი ზიუგანოვის თქმით რუსეთმა სტალინის „უნიკალური გამოცდილება“ უნდა გამოიყენოს
დღეს რუსეთში საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის გარდაცვალების 60 წლისთავს აღნიშნავენ. კრემლთან დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა. მათ სტალინის სამარხი ყვავილებით შეამკეს. სიტყვით გამოვიდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი. მან სტალინი ქებით მოიხსენია და მისი „დიადი გამარჯვებები“ გაიხსენა. ზიუგანოვის თქმით, რუსეთმა რთული პრობლემის გადასაჭრელად სტალინის „უნიკალური გამოცდილება“ უნდა გამოიყენოს. იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირს 1924 წელს ჩაუდგა სათავეში. იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა.