სამშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ერთ-ერთმა საპატრულო კატერმა ღამით თავდასხმა მოიგერია შავ ზღვაში, სადაც უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვების შეთანხმებიდან მოსკოვის გასვლის შემდეგ დაძაბულობა იზრდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპატრულო ხომალდ „სერგეი კოტოვის“ წინააღმდეგ ორი საზღვაო დრონით წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა.“ სამხედრო უწყებამ იქვე დაამატა, რომ საპატრულო ხომალდმა თავდამსხმელი დრონები დახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით გაანადგურა.
ასევე ნახეთ: მოსკოვი ამტკიცებს, რომ ყირიმში უკრაინული დრონების იერიში მოიგერიარუსეთის სამხედრო უწყების ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ საპატრულო ხომალდი სევასტოპოლიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 370 კილომეტრ მანძილზე იმყოფებოდა.
მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალი გემები შესაძლოა სამიზნედ ამოიღოს. კიევმა ამას, მსგავსი გაფრთხილებითვე უპასუხა.