ოთხშაბათს, რუსეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი “სპუტნიკ ვ” ვაქცინა, შუალედურ ცდებზე დაყრდნობით, 92 პროცენტიან ეფექტურობას აჩვენებს. მოსკოვი ჩქარობს, რომ დასავლეთის ფარმაცევტულ კომპანიებთან შეჯიბრში რბოლას არ ჩამორჩეს.
თავდაპირველი შედეგები მეორე გამოქვეყნებული მასალაა, რომელიც ადამიანებზე ჩატარებული ცდების გვიანდელ სტადიებს ეყრდნობა.
ასევე ნახეთ: ფაიზერი: კოვიდის ვაქცინა კვლევებისას 90%-ით ეფექტურიარუსეთმა “სპუტნიკ ვ” ვაქცინა საჯარო გამოყენებისთვის აგვისტოში დაარეგისტრირა, თუმცა მისი დამტკიცება სექტემბერში, ფართო მასშტაბიანი გამოცდების დაწყების წინ მოხდა.
რუსულმა სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა განაცხადა, რომ შუალედური შედეგები გამოცდების 16 ათას მონაწილისგან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, რომლებმაც ორ დოზიანი ვაქცინის ორივე ინექცია მიიღეს.
გამალეის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ვაქცინის ე.წ. მესამე ფაზის გამოცდა მოსკოვის 29 კლინიკაში ხდება და მასში სულ 40 ათასი მოხალისე მონაწილეობს. მათი ერთი მეოთხედი პლაცებოს ინექციას მიიღებს.
რუსეთის განცხადება სასწრაფოდ მოხდა მას შემდეგ, რაც ვაქცინაზე მომუშავე “ფაიზერმა” და “ბიონტექმა” ორშაბათს გამოაქვეყნეს, რომ მათი ვაქცინის ეფექტურობა 90 პროცენტს აჭარბებდა.
“ფაიზერის” და “ბიონტექი” იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც პათოგენის, ანუ ნამდვილი ვირუსის ნაწილაკების გამოყენების გარეშე, იმუნურ რეაქციას იწვევს.
ასევე ნახეთ: აშშ-ში კოვიდ-19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ექნებათ
“სპუტნიკ ვ” ვაქცინა იმუნურ რეაქციას 21 დღის ინტერვალით გაკეთებული ორი ინექციით იწვევს, რომელიც დაფუძნებულია სხვა ისეთ ვირუსულ ვექტორებზე, რომელიც როგორც წესი, ჩვეულებრივ გაციებას იწვევს.