კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს განიხილავს

ამერიკის წარმომადგენელთა პალატა დღეს კანონპროექტს უყრის კენჭს, რომელიც რუსეთს ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო სანქციებს დაუწესებს. კანონპროექტი ამასთან კონგრესს დამატებით უფლებამოსილებას აძლევს იმისთვის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებული სანქციების შემსუბუქების საშუალება არ მიეცეს.

სენატმა უკვე მიიღო მსგავსი კანონპროექტი. ორივე პალატაში თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთზე ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩეს. მათ შორისაა, შენობების ორი კომპლექსის დახურვა, რომელსაც რუსეთის საელჩო, მათი განცხადებით, თანამშრომლებისთვის აგაკარკად იყენებდა. ამერიკის მთავრობის ინფორმაციით კი ეს ნაგებობები სადაზვერვო კომპლექსები იყო.

ტრამპის ადმინისტრაცია ამ ნაგებობების რუსეთისთვის უკან დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს, კონგრესი კი ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგება.