საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია" ამბობს, რომ ხარკივში, რუსმა ჯარისკაცემა ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ქალაქში ასობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის ომმა და განურჩეველმა დაბომბვებმა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რუსმა სამხედროებმა ხარკივში აკრძალული იარაღიც გამოიყენეს.
„საყოველთაოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის განმეორებითი გამოყენება შოკისმომგვრელია და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის სრული უგულებელყოფის კიდევ ერთი მაჩვენებელია“, ნათქვამია "საერთაშორისო ამნისტიის" ანგარიშში.
ასევე ნახეთ: უკრაინაში ბრიტანეთის არმიის ყოფილი ჯარისკაცი დაიღუპაორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ აქვთ მტკიცებულება, რომ რუსეთმა ხარკივში, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, სადაც 1,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რუსმა სამხედროებმა, არაერთხელ გამოიყენეს 9N210 და 9N235 კასეტური ბომბები და დამიზნების გარეშე ჩამოყრილი ნაღმები, რომლებიც აკრძალულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
„რუსულმა ძალებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ საზარელ თავდასხმებზე, პასუხი უნდა აგონ თავიანთ ქმედებებზე, ხოლო მსხვერპლებმა და მათმა ოჯახებმა სრული რეპარაცია უნდა მიიღონ“, განაცხადა დონატელა როვერამ "საერთაშორისო ამნისტიიდან".