რუსეთის მთავარი გენერალი, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მებრძოლ დანაყოფებს ეწვია. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამ ვიზიტის მიზანი ქალაქ ავდიივკის აღების შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვააა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 20 თებერვალს თქვა, რომ ავდიივკის აღების შემდეგ რუსული ჯარი უკრაინაში წინ წაიწევს. პუტინის თქმით, უკრაინელი სამხედროები იძულებულნი იყვვნენ ქალაქი ქაოსურად დაეტოვებინათ.
ასევე ნახეთ: რუსეთმა განადგურებული ავდიივკის ვიდეო მასალა გამოაქვეყნაგერასიმოვმა მედლებით დააჯილდოვა რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ავდიივკის აღებაში მონაწილეობდნენ და გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი მორდვიჩევისგან მოისმინა მოხსენება ქალაქში მდგომარეობის შესახებ. სახელმწიფო მედიის ცნობითვე, შეტევას სწორედ ის ხელმძღვანელობდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ს უთხრა, რომ ავდიივკა არ დაეცემოდა, კიევს რომ ის იარაღი და დახმარება მიეღო, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესში ჯერ კიდევ დამტკიცებას ელის.
გასულ წელს, უკრაინის კონტრშეტევის მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულები შემდეგ, მოსკოვი ცდილობს გაარღვიოს უკრაინის თავდაცვის ხაზები და მათ რამდენიმე მიმართულებით უტევს. კიევი ამ ფონზე, მობილიზაციის გაფართოების საკითხის განიხილავს.