"ვაგნერის ჯგუფის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა პარასკევს, 19 მაისს განაცხადა, რომ მისი მებრძოლები მომავალი ორი დღის განმავლობაში ქალაქს ვერ დაიკავებენ, ეს იმ ფონზე როცა ქალაქის სამხრეთში დაპირისპირება პრიგოჟინის თქმით მწვავდება. "ვაგნერის ჯგუფი" რუსეთის არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც უკრაინაში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში მოქმედებს.
უკრაინული ქალაქი ბახმუტი, რომელიც რუსეთში ცნობილია საბჭოთა პერიოდის სახელით არტიომოვსკი, უკრაინულ და რუს ძალებს შორის რამდენიმეთვიანი ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, ნანგრევებადაა ქცეული. მას ბრძოლაში ჩართული ორივე მხარე "ხორცის საკეპ მანქანას" ადარებს.
ასევე ნახეთ: "გვჭირდება ცოტა მეტი დრო", - ზელენსკი კონტრშეტევაზე„ბახმუტი ჯერ კიდევ არ არის აღებული“, - თქვა პრიგოჟინმა ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ხმოვან შეტყობინებაში. „ბახმუტის აღება ნაკლებად სავარაუდოა, არც ხვალ და არც ზეგ [მოხდება]“.
„არის „თვითმფრინავის“ სახელით ცნობილი კვარტალი - ის ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მრავალსართულიანი შენობების აუღებელ ციხეს ჰგავს, სადაც წარმოუდგენლად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“, - თქვა მან.
რუსეთი ზაფხულიდან მოყოლებული ცდილობს ბახმუტის ხელში ჩაგდებას. მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქალაქის დაცვა მოახერხეს. თუ რუსეთი ამ ქალაქს აიღებს, შემდეგ შეძლებს დაემუქროს კრამატორსკსა და სლოვიანსკს.
ასევე ნახეთ: ბახმუტთან უკრაინელთა დაწინაურებას "ვაგნერის ჯგუფიც" ადასტურებსუკრაინამ პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის ძალები ცდილობდენ დაიბრუნონ ტერიტორია, რომელიც ბახმუტის ირგვლივ დაკარგეს, მაგრამ უკრაინული მხარე იგერიებს თავდასხმებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა მიაღწიეს "გარკვეულ პროგრესს" ბახმუტში, მაგრამ არ უთქვამს, რამდენად წინ წავიდნენ ისინი.
”მტერი ცდილობს დაიბრუნოს ის, რაც დაკარგა... მაგრამ ჩვენი ძალები იგერიებენ თავდასხმებს”, - თქვა მან სატელევიზიო განცხადებაში. იქ საბრძოლო დავალებების შესრულება ძალიან რთულია და ყოველი მეტრი (წინსვლა) სხვა პირობებში 10 კილომეტრს უდრის“, - თქვა მან.