მომიტინგეები პრეზიდენტ პუტინის მმართველობას აპროტესტებდნენ
ერთი წლის წინ რუსეთში ვლადიმირ პუტინის უპრეცედენტო, მესამე ვადით არჩევა უამრავმა ადამიანმა გააპროტესტა. რუსეთის დედაქალაქში გამართულ აქციაზე ათასობით რუსი გამოვიდა. ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ მსვლელობას ქუჩებიდან თეთრ მაისურებში ჩაცმული მომიტინგეები უერთდებოდნენ. „რუსეთი პუტინის გარეშე“! „თავისუფლება ყველას“! - სკანდირებდნენ ისინი. დემონსტრაციის მონაწილეები პუტინს მკაცრად კონტროლირებად პოლიტიკაში და კორუფციაში ადანაშაულებდნენ.
მოსკოვში პრეზიდენტ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ გამართულ აქციას მაშინ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობდა, რომელიც პუტინს „ქურდს“ უწოდებდა.
ორშაბათს, მასობრივი აქციიდან ერთი წლის თავზე მოსკოვში საპროტესტო აქცია ისევ გაიმართა. მომიტინგეებს კვლავ თეთრი ბაფთები ეკეთათ, ტრანსპარანტები და ლოზუნგებიც ანალოგიური იყო. აქციის მზადების პერიოდში, ვიდრე მომიტინგეები შეიკრიბებოდნენ, უბედური შემთხვევა მოხდა. სახელდახელოდ აღმართული ხმის გამაძლიერებელი ნაგებობა ჩამოინგრა და ერთ-ერთი აქციონერი დაიღუპა. ნავალნი იძულებული გახდა ათასობით მომიტინგისთვის მეგაფონით მიემართა, თუმცა ხმის მიწვდენას მხოლოდ ახლოს მყოფ რამდენიმე ასეულ ადამიანამდე თუ ახერხებდა.
„მათ ნავთობი უყვართ. გაზი უყვართ. მათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილი უზარმაზარი საწარმოები უყვართ. გიჟდებიან პრივილეგიებზე. ერთი რამ არ უყვართ მხოლოდ, და ეს არის რუსი ხალხი. არ უყვართ ის, რომ მათ რაღაც სურვილები და მოთხოვნები აქვთ. არ უყვართ აქ შეკრებილი ადამიანები“- განაცხადა მიტინგზე ოპოზიციის ლიდერმა.
მთავრობამ ალექსეი ნავალნის მოღვაწეობის სფერო მაქსიმალურად შეუმცირა. ოპოზიციის ლიდერის ხმა მასებს ისე ვეღარ წვდება, როგორც ერთი წლის წინ. ნავალნი მთავრობის მიერ სრულად კონტროლირებად მედიაში შავ სიაშია შეყვანილი. მის პოლიტიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. და დღესაც მისი საქმე სასამართლოში განიხილება.
დემონსტრაციაზე შარშან დაპატიმრებული 26 აქტივისტის გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. მომიტინგეთა დიდ ნაწილს აქციაზე მათი შავ-თეთრი ფოტოები ჰქონდა მოტანილი. აქციონერ ალექსანდრე ბახოვს ეჭირა ტრანსპარანტი წარწერით: „ქურდი კრემლში უნდა იჯდეს, თუ ციხეში“ ?
“მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოვიდეს. ეს აუცილებელია, რომ პოლიტპატიმრების მხარდაჭერა გამოვხატოთ“ - ამბობს აქციონერი.
დემონსტრაციაზე შეკრებილ ადამიანებში თითქმის ყველა ასაკის და საზოგადოებრივი ფენის ადამიანი იყო თავმოყრილი. თუმცა, იმდენი არა, როგორც შარშან. წელს საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 15 ათასამდე ადამიანი მივიდა. გასულ წელს კი იქ სულ ცოტა 50 ათასი დემონსტრანტი იდგა. როგორც ჩანს, პრეზიდენტ პუტინის მესამე ვადით არჩევის შემდეგ გამკაცრებული კანონები, რომელიც შეკრების უფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებებს ზღუდავს, ქვეყანაში უკვე მუშაობს.