9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე რუსეთის არმიის სამხედრო აღლუმი გაიმართა.
9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, რუსეთის არმიის სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც სატანკო კოლონებმა და სარაკეტო დანადგარებმა მიიღეს მონაწილეობა ათასობით ჯარისკაცთან ერთად.
კრემლი სამხერდო ძლიერების დემონსტრაციას ყოველწლიურად ახდენს. მოსკოვის ცენტრში აღლუმი ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 68-ე წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღლუმში მონაწილე ძალების დათვალიერების დროს განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.
რუსეთის ეკონომიკა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების რიცხვში მხოლოდ მეათე ადგილს იკავებს, მაგრამ რუსეთი კვლავაც რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ სამხედრო თვალსაზრისით.
წელს, რუსეთის ძლიერების წარმოჩენის მიზნით, ხელისუფლებამ მილიონობით დოლარი დახარჯა. აღლუმის წინ სასწრაფოდ გაფანტეს წვიმის ღრუბლები ქალაქის თავზე. რუსეთის ტელევიზიების კამერები დამონტაჟებული იყო სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლებზე, ტანკებსა და მე-15 საუკუნის კრემლის ქონგურებზე.
უცხოური ქვეყნების სამხედრო ატაშეები აღლუმის მიმდინარეობას საპატივცემულო სტუმრებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან ადევნებდნენ თვალს. მათ წინ ჩაირეს ატომური ქობინებით აღჭურვილმა რაკეტებმა და S-300 ტიპის ჰაერსაწინაღო სისტემების ბატარეებმა. ამან კიდევ ერთხელ გაახსენა დამსწრე საზოგადოებას ახლახან გახმოვანებული ინფორმაცია, რომ მოსკოვი, სირიის ხელისუფლებისთვის ამ სისტემების მიყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.
ეს თანამედროვე სისტემები ხელს შეუშლის სირიის საჰაერო სივრცეში ამერიკის და სხვა სახელმწიფოების ავიაციის მოქმედებას, რომლებიც სირიაში არასაფრენი ზონის დაწესებას აპირებენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ახლახან დატოვა მოსკოვი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა მიიღო სირიის პრობლემაზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებით.
1971 წლიდან 40 წელი გავიდა, რაც რუსეთი სირიაში ასადების რეჟიმს იარაღით ამარაგებს. პარასკევს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დეივიდ კამერონი ვლადიმირ პუტინს სოჭში შეხვდება, რომლის შემდეგ ის პირდაპირ ვაშინგტონში გაფრინდება და ორშაბათს პრეზიდენტ ობამასთან გამართავს მოლაპარაკებას.
წითელ მოედანზე რუსული ჯარის და ტანკების მარშმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ რუსეთი ძლიერ რეგიონალურ სახელმწიფოს წარმოადგენს.
ოთხშაბათს პრეზიდენტი პუტინი რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს შეხვდა და კიდევ ერთხელ შეახსენა მომავალ წელს ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანის შემდეგ, შუა აზიის და რუსეთის სამხრეთი რეგიონების დაცვის აუცილებლობა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ავღანეთის არმიას და ძალოვან სტრუქტურებს არ შეუძლიათ ავღანეთში უშიშროების უზრუნველყოფა. ამ ვითარებაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები ეკისრებათ, ვიდრე სამხედრო აღლუმებში მონაწილეობაა.