სირიული უფლებადამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ სირიის სამხედრო ნაგებობაზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად 42 ჯარისკაცი დაიღუპა. ჯგუფს ეს ინფორმაცია ადგილობრივი საავადმყოფოებიდან მოპოვებული ცნობების საფუძლვეზე აქვს.
სირიის მთავრობას მსხვერპლის რაოდენობა არ გამოუცხადებია. ისრაელი არ ადასტურებს იმას, რომ ერიში განახორციელა, თუმცა ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თუ იერიში მართლაც ისრაელის მიტანილი იყო, ის ჰეზბოლას და არა სირიის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.
რუსეთი და ჩინეთი გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის შეშფოთებას შეუერთდნენ ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინი ძალის გამოყენებას ეწინააღმდეგება და სირიის სუვერენიტეტის დაცვას ითხოვს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი შეშფოთებასთან ერთად ისიცაა აღნიშნული, რომ გარე ჩარევების შედეგად სირიის სამოქალაქო ომი შეიძლება უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ორშაბათს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას სირია განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება.