ნავალნის და მის ძმას თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ალქსეი ნავალნის, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი. გამოძიების ფედერალური კომიტეტის განცხადებით, ნავალნი და მისი ძმა ოლეგი, მილიონ რვასი ათასი დოლარის გათეთრებაშია მხილებული. თავის ვებგვერდზე კი ბლოგში ნავალნი აცხადებს, რომ ბრალდება მის წინააღმდეგ განპირობებულია მისი ოპოზიციური აქტიურობით და პრეზიდენტ პუტინთან დაპირისპირებით. მისივე განცხადებით, ოფიციალური საქმე მის წინააღმდეგ მას შემდეგ აღიძრა, რაც საჯაროდ განაცხადა რუსეთის მასშტაბით მასობრივი აქციების მოწყობის შესახებ.