რუსეთმა შეერთებულ შტატებს ბირთვული ძალების ყოველწლიური წვრთნების განხორციელების გეგმის შესახებ აცნობა. აღნიშნული განცხადება, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებმა 25 ოქტომბერს გააკეთეს. ეს ნაბიჯი, ვაშინგტონის თქმით, ამცირებს არასწორი გაანგარიშების რისკებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან ბირთვული მუქარა ისმის.
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთისგან მოსალოდნელია, „გრომის“ წვრთნების ფარგლებში სარაკეტო სატესტო გაშვება. ამერიკის თქმით, რუსეთმა წარსულშიც გაისროლა, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები.
"ახალი სტარტის" ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია შეერთებულ შტატებს, მსგავსი რაკეტების გაშვების შესახებ, აცხადებენ ამერიკელი ოფიციალური პირები.
ასევე ნახეთ: მოსკოვი "ბინძურ ბომბზე" რეაგირების რეპეტიციას გადის„შეერთებულ შტატებს ეცნობა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის რუტინული წვრთნები რუსეთის მიერ“, - განაცხადა ბრიფინგზე საჰაერო ძალების სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა. რაიდერმა უარი თქვა დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე.
წვრთნები პოტენციურ გამოწვევას წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, იმ ფონზე, როცა უკანასკნელ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკუთარ განცხადებებში, ბირთვულ იარაღზე მითითებით, გააჩინა შიში რომ მოსკოვი შესაძლოა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადებოდეს.