რუსეთი ნავალნის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

ირინა ფატიანოვა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა დატოვა ქვეყანა. ირინა ფატიანოვა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ნავალნის რეგიონალურ კამპანიას ხელმძღვანელობდა, ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის შიშით წავიდა.

მიმდინარე წელს, რუსეთის სასამართლომ, ნავალნის ორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული ჯგუფები რუსეთში, „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა. ფატიანოვამ, რომელიც სანქტ-პიტერბურგში ცხოვრობდა, „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მან ქვეყანა დატოვა და რომ ეს მისი "ცხოვრების ყველაზე რთული გადაწვეტილება იყო“. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყანაში გააგრძელებს ცხოვრებას.

ასევე ნახეთ: რუსეთი დასავლეთის შეშფოთებას "ისტერიას" უწოდებს

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქ უფაში, ნავალნის მხარდამჭერი ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, ლილი ჩანიშევა დააკავეს.

ივლისში, სანქტ-პეტერბურგში, საარჩევნო ადმინისტრაციამ ფატიანოვას უარი უთხრა ადგილობრივ არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრირებაზე, ნავალნისთან კავშირის გამო.

ალექსეი ნავალნი, კვლავ ციხეში რჩება, ხოლო ბევრი მისი მოკავშირე ან დააკავეს, ან მათ ქვეყანა დატოვეს.