რუსეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

ნავალნი პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს
რუსეთის სააპელაციო სასამართლომ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ სერგეი ნავალნის თავისუფლების ხუთი წლით აღკვეთის განაჩენი შეუჩერა.

თავდაპირველი განაჩენი ქვედა ინსტანციის სასამართლომ ნავალნის 19 ივლისს გამოუტანა. მას 2009 წელს ერთ-ერთი ხე-ტყის გადამამუშავებელი ფირმისგან ნახევარი მილიონი დოლარის მოპარვა ედებოდა ბრალად. სასამართლოდან ერთი დღის შემდეგ, ნავალნი ციხიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს და მას მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს.

სასჯელის შეჩერებით ნავალნის თავისუფლება არ აღეკვეთება, თუმცა მას ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნავალნიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლში იყო მიღებული:

„ეს გადაწყვეტილება აქ არ იყო მიღებული. ის პერსონალურად ვლადიმირ პუტინმა მიიღო. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ფიქრობს და რატომ შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება. ერთი რამ ცხადია, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკას ჩამომაშორონ.“

ამასთან, ნავალნიმ განაცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს.