ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში კრემლის კანდიდატი იმარჯვებს


ოპოზიცია ქალაქის მერის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ხელახალ ტურს მოითხოვს

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოსკოვში მერის არჩევნებზე სერგეი სობიანინმა, კრემლის კანდიდატმა გაიმარჯვა. მან მეორე ტურისთვის აუცილებელ 50 პროცენტს სულ ერთი პროცენტით გადააჭარბა.

ოპოზიციის კანდიდატი ალექსეი ნავალნი, რომელიც 27 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა, მხარდამჭერებს საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდებს. ნავალნი განცხადებას შედეგების გაყალბების თაობაზე აკეთებს და ხელახალი არჩევნების დანიშნვას ითხოვს. დღეს რუსული ოპოზიციის ლიდერმა საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ შედეგებს „წმინდა წყლის ფალსიფიკაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ სობიანინის გამარჯვება მხოლოდ „გარანტირებული გაყალბებით“ იყო შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG