ნავალნის ბრალად ედება 500 ათასი დოლარის მოპარვა ხე-ტყის სახელმწიფო კომპანიიდან
რუსეთის ხელისუფლებამ ახალი გამოძიება გახსნა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ. ნავალნიმ განაცხადა, რომ რუსეთის მომავალი პრეზიდენტობა სწადია და ვლადიმიერ პუტინისა და მისი მოკავშირეების დატყვევება სურს.
გამომძიებლები აცხადებენ, რომ ნავალნისა და მისი ძმის-ოლეგის წინააღმდეგ ახალი საქმის დაწყება მათ მიერ 119 ათასი დოლარის მოპარვის ბრალდებით არის განპირობებული.
გუშინ ალექსეი ნავალნი მანამდე არსებულ საქმეში გამოძიების მიზნით, სასამართლოს წინაშე წარდგა. მას ბრალად ედება 500 ათასი დოლარის მოპარვა ხე-ტყის სახელმწიფო კომპანიიდან, როცა ის ადგილობრივი გუბერნატორის მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა.
ნავალნის თქმით, ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა ეჭვი არ ეპარება რომ დამნაშავედ სცნობენ.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნიმ 2011 წლის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი საპროტესტო ტალღის ორგანიზებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.