რუსეთი ქვეყნის შორეული აღმოსავლეთიდან ბელარუსში, დაუზუსტებელი რაოდენობის ჯარებს გზავნის. იმ ფონზე, როცა დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეჭრას გეგმავს, ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ახალი სამხედრო განლაგება კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთის სამხედრო აქტივობას უკრაინის მახლობლად.
მზარდი დაძაბულობის ფონზე, თეთრი სახლი აცხადებს, რომ ახლა რუსეთს შეუძლია უკრაინას „ნებისმიერ მომენტში“ თავს დაესხას. ბრიტანეთმა კი კიევს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდა.
ასევე ნახეთ: რუსეთ-ბელარუსის ერთობილივი წრთვნები - ახალი საფრთხე უკრაინისთვისრუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ ფომინი აცხადებს, რომ ბელორუსთან ერთობლივი წვრთნები გარე საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირებისთვის პრაქტიკას ითვალისწინებს.
ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინას რამდენიმე მიმართულებით შეუტიოს, ახლა მათ შორის უკვე ბელარუსის მხრიდან შესაძლო თავდასხმაცაა.
„უკიდურესად საშიში ვითარების ნაწილი“ - ასე აფასებს თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ საკი რუსული ძალების ბელარუსში გადასვლას და კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას.
”ჩვენ ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც რუსეთს შეუძლია უკრაინაზე თავდასხმა ნებისმიერ დროს განახორციელოს“ - აცხადებს საკი.
გასულ კვირას, აშშ-ს, ნატოსა და რუსეთს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა, ვერ შეძლო უკრაინის გამო არსებული დაძაბულობის ჩახშობა. შეერთებული შტატები დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს. მიმდინარე კვირის ბოლოს, პარასკევს, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ჟენევაში რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება.
ასევე ნახეთ: ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში გაემგზავრებარუსეთი კვლავ უარყოფს დასავლეთის განცხადებებს იმის შესახებ, რომ მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს და კვლავ ითხოვს გარანტიებს იმის თაობაზე, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. ასევე ითხოვს პირობის დადებას, რომ უკრაინა და საქართველო არასდროს გახდება ალიანსის წევრი.
აშშ-რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის დროს, ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა, რუსეთის ეს მოთხოვნები მტკიცედ უარყო.
ბელარუსში დაგეგმილი წრთვნების წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აუცილებელი გახდა ძალების გაძლიერება.
„შესაძლოა წარმოიქმნას სიტუაცია, როცა რეგიონული ჯგუფის ძალები არასაკმარისი აღმოჩნდეს რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოთა ერთობისთვის, საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მზად უნდა ვიყოთ მის გასაძლიერებლად. ჩვენ მივაღწიეთ ურთიერთთანხმობას ბელარუსთან, იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ერთობლივი თავდაცვის მთელი სამხედრო პოტენციალის ჩართვა“.
ასევე ნახეთ: ვერშბოუ: რუსეთმა უკრაინაში კრიზისი ხელოვნურად შექმნა და შედეგად შესაძლოა ის მიიღოს, რის წინააღმდეგაც იბრძვისბელორუსის ავტორიტარმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ერთობლივი მანევრები ჩატარდება ბელორუსის დასავლეთ საზღვარზე და ასევე ქვეყნის სამხრეთში, სადაც ის უკრაინას ესაზღვრება.
ლუკაშენკომ რუსეთს ახლახან, ბირთვული იარაღის მასპინძლობაც შესთავაზა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რომელმაც მგრძნობიარე საკითხების განსახილველად, ანონიმურობის პირობით ისაუბრა აღნიშნავს, რომ რუსული მანევრი შეიძლება ასევე მიუთითებდეს ბელორუსის მზადყოფნაზე "დაუშვას როგორც ჩვეულებრივი რუსული ძალების, ისე ბირთვული ძალების განლაგება მის ტერიტორიაზე".
მზარდი დაძაბულობის ფონზე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დააჩქარებს ძალისხმევას, სარეზერვო ბატალიონების შესაქმნელად.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული ჯარების უკან გაწვევით, მოახდინოს ვითარების დეესკალაცია.
„ბოლო კვირების განმავლობაში, 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ტანკებითა და იარაღით შეიკრიბა უკრაინის მახლობლად, გასაგები მიზეზის გარეშე განლაგდა და ძნელია არ აღვიქვათ ეს, როგორც საფრთხე“, - განუცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს მოსკოვში, რუს კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
პასუხად, სერგეი ლავროვმა კვლავ გაიმეორა კრემლის არგუმენტები იმის შესახებ, რომ რუსეთს შეუძლია საკუთარი სამხედრო ძალა, საკუთარ ტერიტორიაზე განალაგოს ყველგან, სადაც საჭიროდ ჩათვლის.
ასევე ნახეთ: ამერიკა დიპლომატიური გამოსავლის პოვნას ცდილობს„ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ მოთხოვნას, ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენი შეიარაღებული ძალების განლაგების შესახებ. ჩვენ არავის ვემუქრებით, მაგრამ ჩვენ ვისმენთ მუქარებს“ - აცხადებს ლავროვი.
ამ ფონზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ნოატოელი მოკავშირეების სახელით გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ ერთხელ გაიმართოს რუსეთთან შეხვედრა.