ინციდენტის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს მოახსენა
რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალური ნაწლიდან აღმოსავლეთის მიმართულებით „ბალისტიკური სხეულის“ გასროლა მოხდა. რუსული წყაროები თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირს ციტირებენ, რომელიც აცხადებს, რომ გასროლა ორშაბათ დილით რუსეთის სამხრეთში მდებარე რადარებმა დააფიქსირეს. ინციდენტის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს მოახსენა.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ სარაკეტო იერიშის შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, როგორც ცნობილია, თავდასხმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.