რუსეთის მეთაურობით მოქმედმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (CSTO) დღეს ყირგიზეთში სამდღიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო. ორგანიზაციამ "რუბეჟი-2021" წვრთნის საჭიროება, მოსაზღვრე ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე რეაგირების აუცილებლობით ახსნა. თუმცა, თალიბანი, რომელიც დღეს ავღანეთს აკონტროლებს ამბობს, რომ მეზობელ ქვეყნებს საშიშროებას არ შეუქმნის.
ასევე ნახეთ: ნატო რუსეთს გამჭვირვალე სამხედრო წვრთნებისკენ მოუწოდებსსამხედრო წვრთნებზე ყურადღება გამახვილდება ავღანეთიდან არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების შესაძლო უკანონო შემოჭრაზე და მათ ეფექტურ დაბლოკვა-განეიტრალებაზე. 7 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის ცენტრალური სამხედრო უბნის პრესსამსახური ამბობს, რომ ყაზახეთის "ედელვაისის" პოლიგონზე დაწყებულ წვრთნაში მონაწილეობენ რუსეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის სამხედრო ქვედანაყოფები, ასევე - CSTO-ის გენერალური შტაბის და ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.
წინასწარი ინფორმაციით, წვრთნებში ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალებიც უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. თუმცა, მათ ბოლო მომენტში უარი თქვეს მონაწილეობაზე და ამის მიზეზი არ დაუსახელებიათ - აცხადებს ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნურლან კირიშიევი.