რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 100-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. რაკეტებთან ერთად, გამოყენებული იყო ამდენივე დრონიც. თავდასხმა ღამით და დილით, პიკის საათშიც გრძელდებოდა. დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი. თავდასხმის სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკული იბიექტებიც იყო.
არაერთ დასახლებაში, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც, ბევრ საცხოვრებელ კორპუსს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს. ოფიციალური პირების თქმით, კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა რუსეთის სამიზნე, სულ მცირე, ათ რეგიონში გახდა.
ასევე ნახეთ: ანტონოვი: პუტინი კურსკის ოლქზე თავდასხმას უპასუხებსორშაბათის, სარაკეტო და დრონებით განხორციელებული იერიშები ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე ინტენსიური იყო. პარალელურად, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლას განაგრძობს. რუსეთის საოკუპაციო ძალები კი უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ პოკროვსკს უახლოვდებიან.
"ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომბინირებული თავდასხმა იყო. ასობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა იყო გამოყენებული, ასობით "შაჰედის" დრონი. წინა თავდასხმების უმეტესობის მსგავსად, ესეც ისეთივე გაიძვერული იყო, კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ", - თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ამბობს, რომ 15 რეგიონს სერიოზული ზიანი მიადგა. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ენერგეტიკული სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა.
უკრაინის ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს ნებართვას, რომ მათი მიწოდებული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყემბისთვის გამოიყენონ.
გასული უქმეების განმავლობაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ ახალი "დრონი რაკეტა" შექმნა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის გამოიყენეს და იმაზე უფრო ძლიერი და სწრაფია, ვიდრე კიევის არსენალში არსებული სხვა მსგავსი იარაღი.
რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" კი წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვმა უკრაინის მნიშვნელოვანი ენერგოინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზუსტი დამიზნების იარაღი გამოიყენა.
ასევე ნახეთ: ზელენკი საზღვრისპირა ფრონტის ხაზს ეწვიაუკრაინის ცნობით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგო ინფრასტრუქტურა შემდეგ რეგიონებშია დაზიანებული: რივნე და ვოლინი ჩრდილო-დასავლეთით, ხმელნიცკი - სამხრეთ-დასავლეთით, ჟიტომირი - ჩრდილოეთში, ლვივი - დასავლეთით, დნიპროპეტროვსკი, კიროვოჰრადი და ვინიცა ცენტრალურ უკრაინაში, სამხრეთით კი ზაპორიჟიისა და ოდესის რეგიონები. ჩრდილო-აღმოსავლეთით კი სუმის რეგიონში, საიდანაც უკრაინამ კურსკს შეუტია, დაზიანებულია სარკინიგზო ინფრასდტრუქტურა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მისი საჰაერო ძალები მზადყოფნაშია მას შემდეგ, რაც რუსული სარაკეტო იერიშის სამიზნე უკრაინის დასავლეთ რეგიონებიც გახდა. პოლონეთის სარდლობამ დაადასტურა, რომ მისი საჰაერო სივრცეც დაირღვა.