ერაყმა გააუქმა ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება
ერაყმა გააუქმა ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო-სავაჭრო შეთანხმება რუსეთთან.
პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიქის წარმომადგენლის განცხადებით, ერაყის მთავრობაში არსებობდა ეჭვი ამ საქმესთან დაკავშირებით კორუფციული გარიგებების შესახებ.
ერაყის ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა რასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ბაღდადმა მოსკოვთან რუსული იარაღის შეძენის თაობაზე ხელშეკრულებას ოქტომბერში მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში რუსეთი, ამერიკის შემდეგ, ერაყის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი გახდებოდა შეიარაღების სფეროში.
ხელშეკრულება ერაყის არმიისთვის 30 მი-28 ტიპის დამრტყმელი შვეულმფერნის მიწოდებას ითვალისწინებდა.