ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა დღეს რუსეთის გენშტაბის უფროსი შეცვალა


გენშტაბის ახალ ხელმძღვანელად გენერალი ვალერი გერასიმოვი დანიშნა

პრეზიდენტმა პუტინმა დღეს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა. თავდაცვის მინისტრის მოხსნიდან სულ რამდენიმე დღეში მან ნიკოლაი მაკაროვი პოსტიდან დაითხოვა და გენშტაბის ახალ ხელმძღვანელად გენერალი ვალერი გერასიმოვი დანიშნა. გერასიმოვს რუსეთში კარგად იცნობენ, ის ჩეჩნეთის მეორე ომის დროს არმიის მეთაური გახლდათ.

სამშაბათს პუტინის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი, ანატოლი სერდიუკოვი, მოსკოვის ყოფილმა რეგიონალურმა გუბერნატორმა და საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, პუტინის ერთგულმა თანამოაზრემ, სერგეი შოიგუმ ჩაანაცვლა. სერდიუკოვი რამდენიმე კვირის წინ კორუფციაში იქნა მხილებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის იარაღის არალეგალურ გაყიდვაში იღებდა მონაწილეობას. საქმეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი სწავლობს.
XS
SM
MD
LG