დღეს გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, კრემლის პრესსპიკერს დმიტრი პესკოვს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სატელეფონო ზარზე ჰკითხეს. ხუთშაბათს მერკელი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და მას უკრაინის საზღვარზე მობილიზებული ძალების უკან დახევისკენ მოუწოდა.
რუსეთისგან გერმანიის "კანცლერმა სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გაზრდილი ძალების შემცირება მოითხოვა". ნათქვამია გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ, მერკელის და პუტინის სატელეფონო საუბრის ტექსტურ ვერსიაში.
პესკოვმა პასუხად კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთს აქვს უფლება საკუთარი სამხედრო ძალები თავის ტერიტორიაზე ისე ამოძრაოს, როგორც მოესურვება. მითუმეტეს, რომ მისი თქმით, უკრაინაში სიტუაცია "ძალზე არასტაბილურია". პესკოვის თქმით, არსებობს სრულმასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების რისკი".
ასევე ნახეთ: მერკელი პუტინს მოუწოდებს, ჯარები უკან დახიოს