სააგენტო AFP აქვეყნებს ინფორმაციას, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს აქვს სპეციალური სია პირების, რომლებიც ლიკვიდირებულები უნდა იყვნენ და იმათიც, რომელთა დაკავება და ბანაკებში გადაყვანა უნდა მოხდეს.
სააგენტომ ეს ინფორმაცია გაეროსგან მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეს ინფორმაცია ამერიკული მხარისგან მიიღო, რომელიც თავის მხრივ სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება.
ასევე ნახეთ: "მოსკოვის მოთხოვნების იგნორირება ცუდია სტაბილურობისთვის" - ლავროვინელ კროკერი, ამერიკის ელჩი გაეროს ჟენევის ოფისში, გაეროს აფრთხილებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსალოდნელია უკრაინაში ადამიანების დევნა, გატაცება, წამება, როგორც რელიგიური, ასევე ეთნიკური ჯგუფების მიმართ.
„შეერთებულ შტატებს აქვს „ სანდო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსი სამხედროები ქმნიან უკრაინელთა სიებს, რომლებიც სამხედრო ოკუპაციის შემდეგ უნდა მოკლან, ან ბანაკებში უნდა გააგზავნონ,“- წერია წერილში.
„ჩვენ ასევე გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ რუსული ძალები გამოიყენებენ სასიკვდილო ნაბიჯებს მშვიდობიანი პროტესტების დასაშლელად, ისინი შევლენ პირდაპირ კონფროტაციაში მშვიდოებიან დემონსტანტებთან,“- წერია წერილში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა მიიღო. წერილს ხელს აწერს ამერიკის ელჩი გაეროს ჟენევის ოფისში, ნელ კროკერი.
მოსკოვი ამ დრომდე უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს ან გეგმავდა და დასავლეთში მიმდინარე საუბრებს „ისტერიას“ უწოდებს. ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის საზღვართან 190 000 ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.