ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰარისი: აშშ იდგება უკრაინისა და საქართველოს გვერდით, რომლებმაც დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება აირჩიეს


“ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს”, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა განაცხადა.

“ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ, იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიები საქართველოში, თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი", - თქვა ჰარისმა.

დიპლომატი აღნიშნავს, რომ თუ “რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობას და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ჩვენ და პარტნიორები პასუხს გავცემთ”.

ის დასძენს, რომ აშშ იდგება უკრაინისა და საქართველოს გვერდით, “რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება.”

მოსკოვი ამ დრომდე უარყოფს, რომ გეგმავდა ან გეგმავს უკრაინაში შეჭრას. თუმცა, რუსი სამხედროების რაოდენობა უკრაინის საზღვართან იზრდება, გრძელდება წვრთნები როგორც ხმელეთზე, ასვე ზღვასა და ჰაერშიც.

XS
SM
MD
LG