რუსეთი არასამთავრობო ორგანიზაციებს ავიწროვებს

პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების და შევიწროვების კამპანია ხორციელდება
რუსეთის მთავრობა აფერხებს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ახალი გამკაცრებული კანონების შემოღებით. ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების დესპანმა ხუთშაბათს ისაუბრა.
ადამიანის უფლებების კომისრის, ნილს მიუჟნიკის კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის და ევროკავშირის მანამდე გამოთქმულ შეშფოთაბას ეხმიანება. მისი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრიტრბა "უცხოეთის აგენტების" სახელით, საბჭოთა ეპოქის ტერმინოლოგიას წააგავს და შემაძრწუნებელ ასოციაციებს იწვევს.
კრემლის განცხადებით, ბოლოდროიინდელი ასობით ორგანიზაციის შემოწმება ემსახურება დოკმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, თუმცა უფლებადამცველები თვლიან, რომ ეს უბრალოდ დაშინების და შევიწროვების კამპანიაა მიმართული პრეზიდენტ პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ