გერმანიის ქალაქ ჰანოვერში გამართულ ინდუსტრიულ გამოფენაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის დროს წელსზევით შიშველმა ქალებმა საპროტესტო აქცია მოაწყეს.
ქალთა უფლებების დამცავი ორგანიზაციის აქტივისტებმა ვლადიმირ პუტინს დიქტატორი უწოდეს. მათ შიშველ სხეულზე რუსეთის პრეზიდენტის ღირსების შეურაცხმყოფელი ლოზუნგები ჰქონდათ დაწერილი.
მკერდმოშიშვლებული ქალების აგრესიული გამოსვლის მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტს აქციის გამო უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. როგორც რუსეთის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა:“ მე მომეწონა ეს აქცია, რომლის შესახებ წინასწარ ვიცოდით. უკრაინელი გოგონები მადლობას იმსახურებენ, რადგან ამ გამოფენას კარგი რეკლამა გაუკეთეს, როგორც ჩანს ამგვარი აქციების გარეშე გამოფენის შესახებ ნაკლებად ილაპარაკებდა ხალხი.“
უკრაინელი ფემინისტები მთელ ევროპაში მართავენ აქციებს კრემლის მიერ „ფუსი რაიოტის“ აქტივისტი ქალების დაპატიმრების გამო.
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, პროტესტის ამგვარი ფორმა დიდ უბედურებას არ წარმოადგენს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით არც ისე მომგებიანია. მისი თქმით:“ უკეთესი იქნება წესრიგის დარღვევის გარეშე მოხდეს პოლიტიკური საკთხების წამოყენება და უმჯობესია ეს ჩაცმულებმა გააკეთონ, გაშიშვლება არ არის აუცილებელი.“
ვლადიმირ პუტინის კომენტარის შემდეგ, კრემლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს აქცია ჩვეულებრივი ხულიგნობა იყო. მისი თქმით, ამგვარი აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. რუსეთში ხულიგნობისთის 8 წლიანი სასჯელია გათვალისწინებული.
რუსეთის პრეზიდენტის ოფისში დაბრუნების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა მკაცრად აღკვეთა ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები.
კრემლის მიერ განხორციელებულ რეპრესიებში რუსეთში მოღვაწე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოხვდნენ. ახალი კანონის მიხედვით ამ ორგანიზაციების უმეტესობამ უცხოეთის აგენტების სახელით უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რაც საბჭოთა პერიოდში გაიგივებული იყო შპიონაჟთან.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რუსეთმა ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას. კრემლი კი აცხადებს, რომ მხოლოდ კანონის უზენაესობას იცავს.