ექსპერტები მოელიან, რომ ჩინეთი და რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდების მემორანდუმს მაისში გააფორმებენ
ნიუ იორკი —
ყირიმის ანექსიის შემდეგ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციებით გრძელდება. რუსულ გაზზე ევროპის ზოგიერთი ქვეყანა 100% , ზოგი კი მხოლოდ 20% არის დამოკიდებული. რუსეთის "გაზპრომი" ბუნებრივ აირს ევროპულ ქვეყნებს სწორედ უკრაინის გაზსადენის მეშვეობით აწვდიდა. რა შეიცვლება ყირიმის შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა განახლდეს უკრაინის გვერდის ავლით ახალი მარშრუტის მშენებლობის საკითხზე მსჯელობა, გახდება თუ არა შეერთებული შტატები ევროპისთვის გაზის ალტერნატიული მიმწოდებელი, ამ თემაზე კოლუმბიის უნივერსიტეტში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის საერთაშორისო მენეჯმენტის პროფესორმა რავი აბდელალმა ისაუბრა, რომელსაც მასპინძლობა ბარნარდის კოლეჯის პროფესორმა ალექსანდრ ქულიმ გაუწია. ამის შესახებ დეტალებს ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტის თეა თუაშვილის სიუჟეტში გაეცანით.
რუსული "გაზპრომი”, რომელიც ევროპის უდიდეს ქვეყნებს-საფრანგეთს, იტალიას და გერმანიას ბუნებრივ აირს უკრაინის მეშვეობით აწვდის, ყირიმში განვითარებული მოვლენებით და საპასუხო სანქციებით კმაყოფილი არ არის.
რავი აბდელალის თქმით, ნათელია რომ რუსეთის ქმედება, რომელიც მან ყირიმთან დაკავშირებით განახორციელა, პოპულარული რუსეთშიც არ არის. დასავლურ ელიტარულ ბიზნეს წრეებში ამას არავინ ამართლებს, თუმცა ამ ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა. რუსეთმა ყირიმში შესვლისთვის ის წინაისტორია გამოიყენა, რომ ყირიმთან განშორება მუდმივი არ უნდა ყოფილიყო. რუსეთი და კიევი ერთ ენაზე საუბრობენ, რუსულად. უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის პასორტები აქვთ. მთავარი ის არის, რომ რუსეთმა ყირიმში შესვლისთვის გამოიყენა ის პოლიტიკა, რომ თითქოს მათ სურდათ რუსეთთან შეერთება და ისინიც ამიტომ შევიდნენ იქ. იმ მოტივით რომ იქ რუსულად საუბრობდნენ, შეიძლება მერე ბელორუსში, და ალასკაში შესვლაც მოინდომონ - ამბობს აბდელალი.
გაზსადენი "სამხრეთის ნაკადი", რომლის დახმარებითაც რუსეთი ენერგომატარებლების სამხრეთ ევროპაში გადაზიდვას შეძლებს, უკრაინის მონაწილეობის გარეშე გაივლის შავი ზღვის ფსკერზე ბულგარეთამდე, შემდეგ კი ორ ტოტად გაიყოფა. ერთი ნაწილი საბერძნეთსა და იტალიის სამხრეთზე გაივლის, მეორე კი - სერბეთზე, უნგრეთსა და ავსტრიაზე. მილსადენის ზუსტი მარშრუტი ჯერ არ არის განსაზღვრული. თურქეთს პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა ჯერ არ გამოუთქვამს. ამ თემაზე მსჯელობა წელს არ გამართულა, თუმცა პროფესორი რავი აბდელალი თვლის, რომ შესაძლოა მაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ამ პროექტის განხორციელებაზე მსჯელობა კვლავ განახლდეს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მაისში რუსეთმა და ჩინეთმა დიდი ხნის წინ დაანონსებული გადაწყვეტილება მიიღონ და რუსეთისთთვის გაზის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა სწორედ ჩინეთი გახდეს. რამდენად რეალური გახდება ამერიკიდან ევროპისთვის გაზის ექსპორტის განხორციელება? პროფესორი აბდელალი თვლის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია, თუმცა პრობლემა მისი საფასური იქნება.
მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა რომ ამერიკამ ევროპას და უკრაინას მიყიდოს გაზი, რითაც ეს ქვეყნები ნაკლებად დამოკიდებული იქნება რუსულ ენერგომატარებლებზე. ამისათვის აშენდება ტერმინალი და გამოჩნდებიან ფირმები, რომლებიც ლობირებას გაუწევენ გაზის ექსპორტს. ამ საკითხზე დებატები აშშ-იც მიმდინარეობს, ამბობს ის, და დასძენს, რომ უნდა დაიტოვონ გაზი აქ ამერიკაში და ინდუსტრიული რენესანსი გაგრძელდეს, ვინაიდან ამერიკაში ძალიან იაფია ერთი კუბომეტრი გაზის საფასური, ან გაიზარდოს ენერგომწარმოებლებზე ფასი, ვინაიდან შეერთებული შტატები მსოფლიო ბაზარზე შედის და იქ ყველა დანარჩენი მიმწოდებლის ფასი მაღალია. აბდელალი ვარაუდობს, რომ ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი ამაზე იტყოდა- დიახ ჩვენ ნამდვილად გვინდა დავეხმაროთ ევროპელ მეგობრებს, მოდით, ასე გავაკეთოთ, მოდი დავიწყოთ ამ ტერმინალების მშენებლობა და საქმეს მოვკიდოთ ხელი. თუმცა, საქმეა რა იქნება საფასური ექსპორტის შემთხვევაში-კითხულობს აბდელალი. ამასთან, იგი ინტერესდება თუ რამდენად განხორციელდება მისი სუბსიდირება, როგორც ამას აკეთებდა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში. ამერიკული გაზის ექსპორტის ლობისტი კომპანიები არ დაუშვებენ, რომ ევროპისთვის დაბალ ფასში მოხდეს მიწოდება-ვარაუდობს ექსპერტი.
უკრაინა მაისში მომავალ პრეზიდენტს ირჩევს. ივნისის შუა რიცხვებში კი საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მოახდენს. უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო ნაწილობრივ ენერგოდივერსიფიკაციას აზერბაიჯანიდან მიღებული და საკუთარი რესურსებით წარმოებული ბუნებრივი აირით ახდენს. ალექსანდრ ქული დღეს კვლავ გადაჭრით იმეორებს, რომ საქართველო ევროკავშირთან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.
ქულის განცხადებით, საქართველო არ შეუერთდება რუსეთის საბაჟო კავშირს, არამედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებს. თუმცა საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ ეს შეთანხმება რა სარგებელს და მოგებას მოუტანს გრძელ-ვადიან პერსპექტივაში საქართველოს, რათა არსებობდეს უსაფრთხოების გარანტია. ამ შემთხვევაში ალბათ ევროკავშირმაც უნდა უზრუნველყოს უფრო მეტ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა, ეკონომიკური მოგება და თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნებს შორის-აცხადებს ალქსანდერ ქული.
რაც შეეხება ნატოს პერსპექტივას, ალექსანდრ ქულის თქმით, ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოსთვის ორგანიზაციის წევრობის სამოქმედო პროგრამაზე გადასვლა მოსალოდნელი არ არის, და ბარაკ ობამა თავის განცხადებაში რეალურ მდგომარეობას გულისხმობდა.
თეა თუაშვილი ამერიკის ხმა ნიუ იორკი