ნავალნი ანტი-პუტინურ დემონსტრაციებს გეგმავს

რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიას დაიწყებს კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინმა არჩევნების შედეგები გააყალბა.

ნავალნი იმედს იტოვებს, რომ საპროტესტო დემონსტრაციას რუსეთის ქალაქებში ათასობით ადამიანი შეუერთდება. ის დემონსტრაციების იმ დრომდე გაგრძელებას ფიქრობს, ვიდრე მოძრაობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

გუშინ მოსკოვში ნავალნი და ოპოზიციის ასობით აქტივისტი დააპატიმრეს, რომლებიც ანტი-პუტინური დემონსტრაციის ორგანიზებას ცდილობდნენ.

მათ პარალელურად, კრემლთან პუტინის ათასობით მხარდამჭერი გამოვიდა მისი გამარჯვების აღსანიშნავად.

დამკვირვებლების განცხადებით საარჩევნო უბენბის ერთ მესამედზე უხეში დარღვევები დაფიქსირდა. პუტინმა კი არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი უწოდა.