რუსეთის პოლიციამ ასობით ადამინი დააპატიმრა, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი. დაპატიმრებულები კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ორშაბათს მოსკოვში, პუშკინის სკვერში, 20 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ერთი ნაწილი სლოგანს-"რუსეთი პუტინის გარეშე" სკანდირებდა,ხოლო მეორე "ძალაუფლება მილიონობით ადამიანს და არა პოლიციას". პოლიციამ აქცია სწრაფად დაშალა.
განსხვავებული აქცია გაიმართა კრემლის მახლობლად. ათასობით პუტინის მომხრე რუსეთის დროშებს აფრიალებდა და ახლადარჩეული პრეზიდენტის სახელს გაიძახოდა.