რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საჰაერო ხომალდი, რომელზეც 6 ადამიანი იმყოფებოდა, შორეული აღმოსავლეთის რეგიონ ხაბაროვსკში გაუჩინარდა.
"ანტონოვ ან-26"-სთან კომუნიკაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც თვითმფრინავმა ხაბაროვსკის აეროპორტიდან ხეხცირის ბუნებრივი რეზერვის მიმართულებით 38 კილომეტრი იფრინა.
ასევე ნახეთ: არჩევნები არჩევანის გარეშე - რუსეთში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვარუსეთის განსაკუთრებულ სიტუაციათა სამინისტრო აცხადებს, რომ ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა და ხომალდი ტექნიკურ გაფრენას ახორციელებდა.
„ძებნას ართულებს სიბნელე და რთული ამინდი“, - განაცხადა სამინისტრომ.
ან-26 ტიპის სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც აღჭურვილია ორი ტურბოპროპ ძრავით, საბჭოთა კავშირი 1969 წლიდან 1986 წლამდე იწარმოებოდა .