რუსეთში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობას. მოსახლეობა სახელმწიფო დუმის, პარლამენტის ქვედა პალატის 450 წევრს ირჩევს. პარალელურად, იმართება რეგიონული და ადგილობრივი არჩევნები. წინასწარი შედეგები 19 სექტემბრისთვის იქნება ცნობილი. მოსახლეობას ხმის მიცემის შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში შეეძლება.
წინასაარჩევნოდ, მთავრობა ზეწოლას ახორციელებს კრიტიკულად განწყობილი კანდიდატების და მედიის წინააღმდეგ. დაიხურა, ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდის შექმნილი „ჭკვიანი ხმის მიცემის“ აპლიკაცია. აპლიკაცია, რომლის ჩამოწერაც აქამდე ტელეფონზე შეიძლებოდა, დღეს არც „ეფლის“ და არც „გუგლის“ სისტემაში არ იძებნება. მისი გამოყენებით, ნავალნის გუნდი, ამომრჩეველს საშუალებას აძლევდა ის კანდიდატები მოეხაზა, რომლებიც არ წარმოადგენენ კრემლთან დაკავშირებულ „გაერთიანებული რუსეთის“ პარტიას და რომელთაც გამარჯვების უფრო დიდი შანსი ქონდათ, თუნდაც სხვა ასე თუ ისე მთავრობასთან დაკავშირებული პარტიების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.
ასევე ნახეთ: რუსეთში საპარლამენტო არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დაიწყოხმის მიცემის პროცესის სამ დღეზე გაწელვა, კოვიდ-19-ის პანდემიით იქნა გამართლებული. თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით კრემლი ცდილობს აქტივობის გაკონტროლებას და „გაერთიანებული რუსეთისთვის“ ხმების უმრავლესობის მოპოვების უზრუნველყოფას.
გარდა სამდღიანი ხმის მიცემის პროცესისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხვა ნაბიჯებიც გადადგა, რომელიც „ერთიანი რუსეთის“ პარტიას ეხმარება. მათ შორისაა უბანზე „ლაივ“ რეჟიმში ვიდეოს გადაღების აკრძალვა, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უარის თქმა და ცალკეულ რეგიონებში ხმის მიცემის ელექტრონული წესით დაშვება, და არა პირისპირ.
კვლევები, რომელიც „ლევადას ცენტრმა“ გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა უკმაყოფილოა სახელმწიფო დუმათი. უკმაყოფილება უფრო დიდია „ერთიანი რუსეთის“ მიმართ, რომელიც ნომინალურად დამოუკიდებელი პარტიაა. პარტიის პოპულარობა ბოლო ორ ათწლეულში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. სახელმწიფო გამოკითხვების მიხედვითაც კი, პარტიის რეიტინგი 29 პროცენტია.
ასევე ნახეთ: პუტინი თვითიზოლაციაშიშედარებისთვის, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც ოფიციალურად პარტიის წევრი არაა, კვლავ ლიდერობს რეიტინგებში. თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში მისი რეიტინგიც იკლებს, განსაკუთრებით საპენსიო რეფორმის და კორუფციის ბრალდებების ფონზე.
ამ დროისთვის, დუმაში კიდევ სამი პარტია შედის. აქედან, მანდატებით „კომუნისტური პარტია“ ლიდერობს. ხოლო დანარჩენი ორი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, რომელსაც ვლადიმირ ჟირინოვსკი უდგას სათავეში და „სამართლიანი რუსეთია“. სამივე პარტია ნომინალურად ოპოზიციას წარმოადგენს, თუმცა ძალიან იშვიათად მიდიან უმრავლესობის და კრემლის აზრის წინააღმდეგ.
თუ „ერთიანი რუსეთის“ პარტია, საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს, ამან შესაძლოა გაართულოს ისეთი ინიციატივების გატანა, როგორიცაა მაგალითად, პრეზიდენტ პუტინის ვადის გაზრდა. დუმამ გასულ წელს საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელიც გზას უხსნის პუტინს, რომ ხელისუფლებაში 2024 წლის მერეც დარჩეს, მას შემდეგ რაც ვადა ამოეწურება.
ასევე ნახეთ: ნავალნის სპიკერმა სასამართლოს შემდეგ რუსეთი დატოვაწინასაარჩევნოდ, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში რჩება. მისი ფონდი კი „ექსტრემისტული ორგანიზაციების“ სიაში იქნა შეყვანილი. ამ გზით, ნავალნის მოკავშირეებს აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა. ნავალნიმ არჩევნების წინ მხარდამჭერებს მოუწოდა აპათეას თავი დააღწიონ, არჩვენებზე მივიდნენ და ხმა კრემლის კანდიდატების წინააღმდეგ მისცენ.
„თუ ერთიანი რუსეთის პარტია წარმატებას მიაღწევს, ჩვენი ქვეყანა დარჩება ხუთწლიან სიღარიბეში, ხუთწლიან რეპრესიებში და დაკარგავს ხუთ წელს“, - განაცხადა ნავალნიმ „ინსტაგრამზე“.
რეგიონებს შორის ყველაზე დიდ ყურადღებას, აღმოსავლეთში, ხაბაროვსკში გუბერნატორის არჩევნები იპყრობს, სადაც გასულ წელს საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, მას შემდეგ, რაც კრემლმა პოპულარულ გუბერნატორს, სერგეი ფრუგალს თანამდებობიდან წასვლა აიძულა.